ESOMAR-ის წარმომადგენლების შეხვედრა CSH-ის სტუდენტებთან

22 მაისი 2018

22 მაისს, საერთაშორისო კვლევითი და ანალიტიკური ასოციაცია ESOMAR-ის წარმომადგენლობა საქართველოში კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მესამე/მეოთხე კურსის ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ESOMAR-ის წევრმა კომპანიებმა - „აიფიემ კვლევები“, „გამმა ჯგუფი“, „მარკეტ ინტელიჯენს საქართველო“ და „თი-ვი ემ-არ საქართველო“ წარმოადგინეს  კვლევები წინასწარ შეთანხმებულ, სტუდენტებისთვის საინტერესო თემებზე, ბრენდინგი, სტუდენტების დასაქმება, რეკლამირება, ჰაერის დაბინძურება.

 

ESOMAR-ი ორი წელია აქტიურად და წარმატებით თანამშრომლობს კავკასიის უნივერსიტეტთან, კომპანიამ სხვადასხვა სტაჟირების პროგრამებში ჩართო სოციოლოგიის და ფსიქოლოგიის სტუდენტები. გარდა დასაქმებისა, ESOMAR-ი ასევე დაკავებულია ქველმოქმედებით და უკვე მესამე სემესტრია კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სოციოლოგიის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტს, ნუცა კვიტაშვილს სწავლას უფინანსებს. ნუცა შერჩეული იქნა, როგორც ერთ-ერთი წარმატებული და აქტიური სტუდენტი, რომელმაც კომპანია ESOMAR-ის სტიპენდიის მოსაპოვებლად მოთხოვნილ კრიტერიუმებში ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენა.