ენობრივი მოზაიკის დაცვისა და შენარჩუნების ევროპული გზები

26 სექტემბერი 2022

26 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიაში - „ ლიბრარეა“ - საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: "ენობრივი მოზაიკის დაცვისა და შენარჩუნების ევროპული გზები", რომელიც ენების ევროპულ დღეს ეძღვნებოდა.

 

ლექცია წაიკითხა პროფესორმა და კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა მარიამ მანჯგალაძემ, ასევე, საფრანგეთსა და გერმანიაში არსებული ენობრივი საკითხების შესახებ მოკლე ინფორმაცია გაუზიარეს აუდიტორიას ქართული ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა ელენე ჯაფარიძემ და ელენე ბერიძემ.

 

ევროპის საბჭოში შემავალი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, 2001 წლიდან აღნიშნავს ენების ევროპულ დღეს. ევროპის საბჭოს მიაჩნია, რომ ენობრივი მრავალფეროვნება კულტურებს შორის ურთიერთგაგების მიღწევის საუკეთესო საშუალება და ჩვენი კონტინენტის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. კავკასიის უნივერსიტეტი ტრადიციულად უერთდება ევროპის საბჭოს ინიციატივას ევროკომისიასთან ერთად და ყოველი წლის 26 სექტემბერს მიზნობრივი ღონისძიებებით აღნიშნავს ენების ევროპულ დღეს.

 

კავკასიის უნივერსიტეტის დევიზია „ცოდნა თავისუფლების საწინდარია!“ მიგვაჩნია, რომ ენების ცოდნა და სხვადასხვა კულტურის ენაზე საუბარი ზოგადი ცოდნისა და თავისუფლების ხარისხს კიდევ უფრო ამაღლებს. ერთად აღვნიშნოთ ენების ევროპული დღე!