ევროპული სწავლების სამკუთხედი (TEESS) - შეხვედრები პროექტის შეფასების ეტაპზე

5 ოქტომბერი 2021

კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტი „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) დასასრულს უახლოვდება. ივლისიდან პროექტის გუნდი აქტიურად მუშაობდა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შეფასებაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პროექტის ბენეფიციარებისა და მასში მონაწილე სტუდენტების გამოკითხვასა და ინტერვიუებზე. სექტემბრის ბოლო დღეებში შეჯამდა სკოლის დირექტორების, მასწავლებლებისა და სტუდენტების შეფასებები. შეფასების ეტაპმა ცხადყო, რომ პროექტის მიზნები მიღწეულია - სკოლებმა მიიღეს ინფორმაცია ევროინტეგრაციისა და ევროპასთან ასოცირების შესახებ, დაიწყეს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის პროცესი, დასახეს ცოდნისა და გამოცდილების სამომავლო საქმიანობაში გამოყენების გეგმა. სტუდენტებმა გაიუმჯობესეს უნარები ევროინტეგრაციისა და ასოცირების პროცესებთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლის, გააზრებისა და შეფასებების თვალსაზრისით. შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა გზა. ამასთან, დაიწყო მზადება, 15 ოქტომბერს Erasmus+ დღესთან დაკავშირებულ ჟან მონეს დისკუსიაზე, პროექტის - „როგორ ვასწავლოთ ევროკავშირი ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში“  წარდგენის შესახებ.