8 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები არმაზისხევში იმყოფებოდნენ.
სტუდენტებმა დაათვალიერეს არმაზისხევში არსებული არქეოლოგიური აღმოჩენები: ერისთავთა (პიტიახშთა) განსასვენებელი, სასახლის კომპლექსის ნანგრევები, არმაზისხევის აბანო, წყალსადენის ნაშთები, კერამიკული სახელოსნო და მარანი.
ექსპედიციას ხელმძღვანელობდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, არქეოლოგი ზურაბ ბრაგვაძე, რომელსაც უშუალოდ აქვს მონაწილეობა მიღებული არმაზისხევში ჩატარებულ არქეოლოგიურ გათხრებში.
ვიზიტი განხორციელდა უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.
მსგავსი ხასიათის გასვლითი ლექციები ისტორიის პროგრამის სტუდენტებისთვის უკვე ტრადიციას წარმოადგენს და მომავალშიც გაგრძელდება.