საქართველო კანდიდატობამდე და კანდიდატობის შემდეგ

15 იანვარი 2024

11 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და მეცნიერებათა სკოლაში გაიმართა საჯარო ლექცია, თემაზე: საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

 

ლექცია ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს მოდულის “სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში” ფარგლებში,  რომელსაც უძღვებოდა სამართლის დოქტორი, ჟან მონეს პროფესორი, ასოციცაცია “ევროპის დროით” თავმჯდომარე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ქალბატონი ეკატერინე ქარდავა. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, კავკასიის უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “შრომითი ურთიერთობები და ევროინტეგრაცია” (EIGER) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტები, კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

ლექციის ფარგლებში, განიხილეს გაფართოების მიმართ ევროკავშირში არსებული ძირითადი ტენდენციები; საქართველოს მიერ აქამდე განვლილი და დღეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არსებული გამოწვევები;  მექანიზმები, თუ როგორ უნდა შეფასდეს საქართველოს შემდგომი დაახლოება ევროკავშირთან. წარმოდგენილი თემების მიმართ დიდი იყო დამსწრე საზოგადოების ინტერესი. ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სტუდენტებმა დასვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები, ასევე დაიგეგმა შემდგომი შეხვედრები.