„მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ - ლიტერატურულ-კალიგრაფიული სალონი

25 მარტი 2024

24 მარტს შედგა მესამე ლიტერატურულ-კალიგრაფიული სალონი „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციაში“. სტუდენტებმა, დავით მაისურაძის ხელმძღვანელობით, კალიგრაფიული ნამუშევრები  დაასრულეს ოთარ ჭილაძის რომანების მიხედვით და ერთმანეთს გაუზიარეს. გამოხატეს გულითადი მადლიერება კალმის ხელოვნების დაუფლებისა და ცოდნის  გაზიარების გამო პროფესიონალ კალიგრაფთა მხრიდან.

 

ლიტერატურულ-კალიგრაფიული სალონური შეხვედრები კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  პროექტის - „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ (ავტორი- პროფესორი მარიამ მანჯგალაძე) - ფარგლებში შედგა, რომელიც ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, ქართველურ ენათა და დიალექტთა შესწავლასა და პოპულარიზაციას ემსახურება.

 

ღონისძიების მხარდამჭერი და თანაორგანიზატორი - „საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის“ პროფესიონალთა გუნდი.