კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელის, პროფესორ გურანდა ჭელიძის მოწვევით, 8 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან.
შეხვედრაზე ICOM საქართველოს თავმჯდომარემ ლანა ქარაიამ და საბჭოს წევრებმა - მაკა კვარაცხელიამ და მარიამ ჩხაიძემ სტუდენტებს გააცნეს ICOM საქართველოს საქმიანობა და განიხილეს სამუზეუმო და კულტურული მემკვიდრეობის მიმდინარე გამოწვევები შემდეგი მიმართულებით: მუზეუმების სოციალური როლი; მუზეუმების მონაწილეობა მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში; კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისის დროს.
შეხვედრა სტუდენტების აქტიური ჩართულობით, ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.