22 ივლისს, „ამბასადორი კაჭრეთში“ ჩატარდა „საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი - 2023“. ფორუმში მონაწილეობდა 200-მდე ახალგაზრდა საქართველოდან და ევროპის 7 ქვეყნიდან, მიზნად ისახავდა მათ დაახლოებასა და გამოცდილების გაზიარებას.ფორუმში მონაწილეობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები - ელენე ქაჩლიშვილი (სპიკერი), ანა გულიაშვილი და ჯაბა ჯამასპიშვილი.
ფორუმში მონაწილე სპიკერებმა იმსჯელეს თემაზე „სიტყვა, როგორც წარმატების ინდიკატორი“. გაიმართა ინტელექტუალური კონკურსები, მოეწყო გასტრონომიული გამოფენა. ფორუმის მონაწილეებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.