ლექცია სოციოლოგიის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვს - „სამეწარმეო განათლება “

5 დეკემბერი 2023

4 დეკემბერს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის  მოწვეული ლექტორის მარიამ ჯინჭველეიშვილის ინიციატივით, სალექციო კურსის „განათლების სოციოლოგიის" ფარგლებში, სტუმრის საათის სტატუსით,  სოციოლოგიის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებს ეწვია სტარტაპ-აქსელერატორის, მედიალაბის ხელმძღვანელი რუსუდან ჩაჩანიძე.

 

სალექციო თემა იყო:  „სამეწარმეო განათლება“ .

 

ქალბატონმა რუსუდანმა ისაუბრა სამეწარმეო განათლებასა და იმ კომპეტენციებზე, რომლებიც აუცილებელია უწყვეტი სწავლისთვის (lifelong learning). ასევე, ლექციაზე განიხილა ციფრული წიგნიერების კომპონენტები და მათი მნიშვნელობა.

 

შეხვედრაზე მიმოიხილეს სამეწარმეო განათლების პრაქტიკული გამოყენება, არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ სხვა საქმიანობებსა და პროფესიებში.

 

 ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.