საუბრები ლიბრარეაში - „მრავალმნიშვნელიანობა - პრობლემური ენობრივი მოვლენა“

1 ივნისი 2022

1 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ''ლიბრარეა''-ში საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციას  წარუძღვა მკვლევარი ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულებით, ირაკლი სალია, თემაზე - მრავალმნიშვნელიანობა (Ambiguity) - პრობლემური ენობრივი მოვლენა.

 

მრავალმნიშვნელიანობა არის ენობრივი მოვლენა, რომელიც მოიცავს პოლისემიას, ომონიმიას, ომოგრაფიას და სინტაქსურ ომონიმიას, ე.ი. ყველა იმ შემთხვევას, როდესაც ერთსა და იმავე ბგერით მიმდევრობასთან რამდენიმე მნიშვნელობაა დაკავშირებული. მრავალმნიშვნელიანობა ენათმეცნიერების, ფორმალური ლოგიკის, ფილოსოფიის, კოგნიტიური და კომპიუტერული ლინგვისტიკის დარგებში მათი არსებობის მთელს მანძილზე იყო და არის ერთ-ერთი მთავარი თავსატეხი. ლექციაზე მრავალმნიშვნელიანობა (Ambiguity) - პრობლემური ენობრივი მოვლენა განხილული იყო სხვადასხვა დისციპლინების გადმოსახედიდან განსხვავებული თეორიების ჭრილში. 

 

ლიბრარეას სივრცე მუდმივად მასპინძლობს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და საზოგადოებისთვის საინტერესო სპიკერებს  სამეცნიერო, კულტურული, პოლიტიკური თუ სხვა სახის საუბრებისთვის. ასევე, მუდმივად იგეგმება ახალი საჯარო ლექციები სერიისთვის - საუბრები ლიბრარეაში.