მარიამ მანჯგალაძე - მალმოს უნივერსიტეტი, შვედეთი

23 მაისი 2025

ერასმუს + ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სრული პროფესორი, მარიამ მანჯგალაძე, 2025 წლის 12 მაისიდან 17 მაისამდე მიწვეული იყო შვედეთში, მალმოს უნივერსიტეტში.

 

კავკასიის უნივერსიტეტსა და მალმოს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს პარტნიორობის დამყარებას კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლასა და განათლების სკოლასთან, სადაც ქართულის, როგორც მეორე ენის და ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლა-სწავლება იგეგმება. მალმოს უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა სხვადასხვა გაცნობითი თუ საქმიანი შეხვედრა უნივერსიტეტის სწავლებისა და სწავლის ცენტრის ლექტორებთან. 

 

პროფესორი მარიამ მანჯგალაძეს აგრეთვე დაესწრო სამ ლექციას და მონაწილეობა მიიღო არაერთ დისკუსიაში. ვიზიტი მალმოს უნივერსიტეტში იყო კარგად დაგეგმილი და შინაარსობრივად ღირებულად გაწერილი. ამ მიმართულებით თანამშრომლობა კავკასიის უნივერსიტეტსა და მალმოს უნივერსიტეტს შორის კვლავ გაგრძელდება.