მართლწერის ვიქტორინა აბიტურიენტებისათვის - 2024

8 აპრილი 2024

6 აპრილს,  პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში, აბიტურიენტებისათვის მართლწერის ვიქტორინა ჩატარდა.

 

მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, რომ სპეციალურ შექმნილ ელექტრონულ პროგრამაში მოენიშნათ ორთოგრაფიულად მართებული ფორმები. აბიტურიენტები შეფასდნენ ორი კრიტერიუმით: მაქსიმალურად მეტი მართებული პასუხი და მოცემული დროის ლიმიტის ეკონომიურობა.

 

გამარჯვებულებს 15 აპრილს, პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“-ის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, საზეიმოდ გადაეცემათ ფულადი სასწავლო ვაუჩერები.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ენის ეკოლოგიაზე ზრუნვაა, აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა ზრუნავს ქართულ ენაზე მართებულად წერის, მეტყველებისა და აზრის ჩამოყალიბების უნარის გასაუმჯობესებლად.