CSH-ის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

19 ივლისი 2024

17 ივლისს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში, კლინიკური ფსიქოლოგიის და კლინიკური არტთერაპიის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართა.

 

დაცვაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს ნაშრომები, რომლებიც კლინიკური ფსიქოლოგიის აქტუალურ საკითხებს ეხებოდა:

 

  1. ებანოიძე ნუციკო - ტრანსფერი და კონტრტრანსფერი არტთერაპიაში
  2. ლელაშვილი გვანცა - არტთერაპიის როლი მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობისას
  3. ნანავა ცოტნე - დამოკიდებულება და ტრავმული გამოცდილებები
  4. საღინაძე თამარი - შიზოფრენიის მქონე პირთა მხატვრული შემოქმედების შემეცნება
  5. გელაშვილი ანანო - ბავშვობის ტრამვების ზეგავლენა ზრდასრულ ასაკში
  6. საფარიძე სალომე - მშობელთან ურთიერთობის თავისებურებები და მოზარდის პრობლემური ქცევა
  7. კახაძე სოფიკო - ადრეული დისფუნქციური სქემების გავლენა სხეულის ხატით უკმაყოფილებასა და თვითაგრესიაზე
  8. გვარამია მარიამ - ცხოვრებისეული ღირებულებებისა და თვითშეფასების გავლენა ნარკოდამოკიდებულებაზე
  9. ჩხარტიშვილი ელენე - რთული ქცევის მქონე მოსწავლის კლასის ფსიქოლოგიური კლიმატი
  10. სხულუხია ანა - აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობელთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და სტრესთან გამკლავების სტრატეგიები
  11. ფირცხელიანი მეგი - გეი-ლესბოსელი ადამიანების სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა
  12. ჩაჩანიძე ნინო - სოციალური მედიის ზეგავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე და დანაშაულებრივი ქცევის განხორციელების მზაობაზე (მოზარდების სამიზნე ჯგუფი)
  13. გოგიჩაშვილი ლანა - როლური მოდელის და ექსპექტაციების გავლენა თვითშეფასებაზე
  14. კახიძე თამარ - კრიმინალური აზროვნებისკენ მიდრეკილება თანამედროვე საზოგადოებაში
  15. თოდუა მაკა - პიროვნების ინდივიდუალურ - ფსიქოლოგიური თავისებურებების ზეგავლენა ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე
  16. წიკლაური მარიამ - სასკოლო ბულინგის გავლენა პიროვნების ცხოვრების სტილზე, თვითპატივისცემაზე

 

სტუდენტებმა ნაშრომები წარადგინეს და წარმატებით დაიცვეს სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის წინაშე.

 

კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ: პროფესორი ქეთევან ჩიგოგიძე, პროფესორი ვლადიმერ გამსახურდია, ასისტენტ-პროფესორი ლიანა ბარაბაძე და მოწვეული სპეციალისტი სალომე ფანჯიკიძე.