ფსიქოლოგ ეთერ მაზანაშვილის შეხვედრა CSH-ის სტუდენტებთან

12 დეკემბერი 2023

8 დეკემბერს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ლექტორის, ნინო ბერძნიშვილის მოწვევით, კავკასიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებს ფსიქოლოგი, PCC ქოუჩი - ეთერ მაზანაშვილი შეხვდა. შეხვედრის თემატიკა იყო ფსიქოთერაპია, ლოგოთერაპია, ფსიქოკონსულტირება, ქოუჩინგი.

 

შეხვედრა გაიმართა ნინო ბერძნიშვილის საავტორო კურსის ფარგლებში - "შესავალი ლოგოთერაპიასა და ეგზისტენციალურ ანალიზში". ამავე სალექციო კურსის ფარგლებში სტუდენტებს შეხვედრები ჰქონდათ ასევე უცხოელ ლექტორებთან, რომლებიც ვენის მესამე ფსიქოთერაპიულ სკოლას წარმოადგენენ. 

 

24 ნოემბერს სტუდენტები შეხვდნენ კლინიკური ფსიქოლოგიის სპეციალისტს, ლოგოთერაპევტს, ელისონ სანტოსს (ბრაზილია). შეხვედრის თემა იყო სიყვარულის ცნება ლოგოთერაპიაში.

 

17 ნოემბერს კი მათ ფსიქოთერაპევტი ელენ არონი (საბერძნეთი) შეხვდა და თვითდისტანცირებისა და თვითტრანსცენდენტულობის საკითხებზე ესაუბრა.