2026 წლის 9-10 ნოემბერს, კიშინიოვში, მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ინტეგრაცია კვლევისა და ინოვაციის გზით“. კონფერენცია მიეძღვნა მეცნიერების მსოფლიო დღეს მშვიდობისა და განვითარებისათვის და მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს.
კონფერენციის საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის წევრებს შორის, რუმინეთის, უკრაინის, პოლონეთის, ხორვატიის, საბერძნეთის, საფრანგეთისა და იტალიის უნივერსიტეტების პროფესორებთან ერთად იყო კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი გურანდა ჭელიძე. მან ამავდროულად ონლაინ მონაწილეობა მიიღო ვორკშოპში - „EU4JUST-RE Jean Monnet: European and Moldovan Procedures on Human Rights Protection and Alternative Dispute Resolution“ კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის „ევროკავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ სახელით და წარადგინა მოხსენება „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების იმპლემენტაცია და დავების ალტერნატიული გადაწყვეტის (ADR) განვითარება საქართველოში“. კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის „ევროკავშირი მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისათვის“ სახელით და წარადგინა მოხსენება „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების იმპლემენტაცია და დავების ალტერნატიული გადაწყვეტის (ADR) განვითარება საქართველოში“.
მოხსენება შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვისა და განხორციელების საკითხებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის კონტექსტში. მოხსენებას მოჰყვა შეკითხვები და დისკუსია წარმოდგენილი საკითხების აქტუალური ასპექტების შესახებ.
