XXI საუკუნის საქართველოს ისტორიის ეპიზოდები ქვეყნის ევროპეიზაციის კონტექსტში

22 დეკემბერი 2022

22 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“, ევროპისმცოდნეობის პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია - "XXI საუკუნის საქართველოს ისტორიის ნარკვევები ევროპული ფასეულობების კონტექსტში" - გაიმართა.

 

ლექციას წარუძღვა გურანდა ჭელიძე -  ისტორიის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი.

 

  • ლექციაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
  • საქართველოს ევროპული არჩევანის ისტორიული წინაპირობები;
  • ევროპული ფასეულობები, როგორც ქვეყნის მომავლის უმთავრესი ღირებულება;
  • რატომ საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა.

 

ლექცია წარიმართა ინგტერაქციულ რეჟიმში.