საჯარო ლექცია - "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება შეიარაღებული კონფლიქტის დროს: რუსეთის ომი უკრაინაში"

8 დეკემბერი 2022

7 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლას, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის, პროფესორ გურანდა ჭელიძის ინიციატივით, სტუმრობდა  ნათია კალანდარიშვილი-მიულერი – ალტე უნივერსიტეტის სრული პროფესორი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით,  საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ექსპერტი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ჟენევის აკადემიის მიწვეული მკვლევარი.

 

აღსანიშნავია, რომ ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ინტერდისციპლინურია. ამჯერად, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გამოხმაურებოდნენ ადამიანის უფლებათა სამართლის დღეებს და მოესმინათ ლექცია თემაზე  "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება შეიარაღებული კონფლიქტის დროს: რუსეთის ომი უკრაინაში".

 

მოწვეულმა პროფესორმა ისაუბრა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში საერთაშორისო სამართლის მოქმედებებისა და მნიშვნელობის შესახებ, ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ღირებულებებზე ომის კონტექსტის გათვალისწინებით.  ღონისძიება ჩატარდა კავკასიის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით,  ლექციას ასევე ესწრებოდნენ საკითხით დაინტერესებული სტუდენტები სამართლის სკოლიდან.

 

საუბრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სტუდენტებმა მიიღეს პასუხები დღეისათვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე.