საჯარო ლექცია "თარგმანის თეორიის საფუძვლების"  კურსის ფარგლებში

5 ნოემბერი 2024

4 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორის, მანანა მათიაშვილის, ინიციატივით ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის ღია ლექცია გამართა პოეტმა, მთარგმნელმა ლელა სამნიაშვილმა.

 

"თარგმანის თეორიის საფუძვლების" კურსის ფარგლებში, მთარგმნელი სტუდენტებს ესაუბრა პოეტური თარგმანის შესახებ. ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში და გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.