კვლევითი პროექტის შედეგების პრეზენტაცია

28 დეკემბერი 2023

27 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში,გაიმართა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორის, ფსიქოლოგიის დოქტორის შალვა მამინაშვილის კვლევითი პროექტის შედეგების პრეზენტაცია. 

 

პროექტი განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის კვლევითი გრანტის ფარგლებში და იგი ეხებოდა პოლიტიკის ენისა და პოლიტიკური დისკურსების სუბიექტივაციის თავისებურებების კვლევას პოლარიზაციის კონტექსტში. 

 

პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია.