რუსუდან თელიას საჯარო ლექცია - „პროფესია/დასაქმება: რა მსურს მე და რა სურს დამსაქმებელს"

18 დეკემბერი 2019
18 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებთან, ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფ „ეისითი“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან თელიამ, საჯარო ლექციების ციკლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
 
 
ლექცია სტუდენტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური საკითხს, დასაქმებას ეხებოდა. მოწვეულმა სპიკერმა ისაუბრა თემაზე - „პროფესია/დასაქმება: რა მსურს მე და რა სურს დამსაქმებელს".
 
 
ლექციების ციკლი ტარდება კავკასიის უნივერსიტეტსა და „ეისითის“-ს შორის 2019 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.