საერთაშორისო საზაფხულო სკოლა “მულტიკულტურული დემოკრატიები“

14 ივლისი 2022

 

10-14 ივლისს, ლოპოტა სპა რეზორტში, ლოზანის უნივერსიტეტის თაოსნობითა და საქართველოს სამი უნივერსიტეტის - კავკასიის უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მხარდაჭერით, ტარდება საზაფხულო სკოლა თემაზე: „მულტიკულტურული დემოკრატიები”.  საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავდა დემოკრატიიის შესწავლას ეთნიკური, ენობრივი და რელიგიური ჰეტეროგენურობის კონტექსტში.

 

საზაფხულო სკოლის მუშაობაში მონაწილეობდა პარტნიორი უნივერსიტეტების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების  24 სტუდენტი, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, ასევე სახელმწიფო მართვის სკოლის  7 სტუდენტი. საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხორციელდა თეორიული და პრაქტიკული სწავლება მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე. შვეიცარიის მხრიდან ლექციებს უძღვებოდნენ ლოზანის უნივერსიტეტის პროფესორი შონ მიულერი და ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი ნენად სტოიანოვიჩი; თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი პროფ. ირინე ქურდაძე,  კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი გურანდა ჭელიძე და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის დოქტორანტი ნინო გოზალიშვილი. მათ მიერ განხილული სალექციო თემატიკა შეეხებოდა ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს. 

 

საზაფხულო სკოლას სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვია შვეიცარიის ელჩი საქართველოში ქალბატონი ჰაიდი გრაუ, იგი მიესალმა საზაფხულო სკოლის მონაწილეებს, აღნიშნა ასეთი შეხვედრების მნიშვნელობის, ახალგაზრდების მოტიცავაციისა და მიმდინარე საინტერესო ლექციების შესახებ.  

 

საზაფხულო სკოლის მუშაობა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ სამომავლო თანამშრომლობა ლოზანის უნივერსიტეტს, კავკასიის უნივერსიტეტსა და სხვა პარტნიორ უნივერსიტეტებთან საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი ინტერნაციონალიზაციის მიზნით გრძელდება. 

 

გაეცანით სტატიას პროექტის შესახებ.