27 ნოემბერს, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ დაიწყო საჯარო ლექციათა ციკლი სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის.
პირველი საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე - "განვითარების კვლევები - საერთაშორისო კონტექსტი", რომელიც წაიკითხა სოფო ჩაჩანიძემ - ანალიზისა და კონსულტაციის გლობალური ჯგუფის ACT / ACT Impact-ის მმართველმა პარტნიორმა.
კავკასიის უნივერსიტეტში მსგავსი ფორმატის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.
შეხვედრებს დარგის წამყვანი სპეციალისტები ჩაატარებენ. საჯარო ლექციები დაიგეგმა კავკასიის უნივერსიტეტსა და ACT-ის შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც 2019 წლის 18 ნოემბერს გაფორმდა.