4 ნოემბერს, ევროპის კოლეჯის ნატოლინის კამპუსის კურსდამთავრებულმა ელენე ჭიჭინაძემ ონლაინ შეხვედრა გამართა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან.
მან განიხილა აღნიშნული მიმართულებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ევროპის კოლეჯის ბრიუგესა და ნატოლინის კამპუსებში, ასევე დეტალურად ისაუბრა სამაგისტრო პროგრამების, სააპლიკაციო განაცხადისა და შესარჩევი კონკურსის შესახებ, ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების აპლიკანტთა შესაძლებლობებს შესარჩევ ტურებში და პასუხი გასცა სტუდენტებისათვის საინტერესო შეკითხვებს.