კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ელისაბედ მაჩიტიძემ 27-30 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო ანკარაში გამართულ სოციალურ მეცნიერებათა VI საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში. კონგრესი ეძღვნებოდა თურქეთის ეროვნული ჰიმნის 100 წლის იუბილეს და ჩატარდა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის პატრონაჟით ანკარის ილდირიმ ბაიაზიტის უნივერსიტეტში. კონგრესზე წარმოდგენილი იყო 28 ქვეყნის 70-მდე მკვლევრის ნაშრომი. ელისაბედ მაჩიტიძის მოხსენება, მომზადებული ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში პროფ. გ. ჭელიძესთან ერთად, შეეხო „საქარიას ბრძოლას გაზეთ „ტრიბუნას“ ფურცლებზე“. მოხსენების შემდგომ გამართულმა დისკუსიამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო ქართული წყაროების მნიშვნელობა მსოფლიო ისტრიული მოვლენების კვლევაში. მოხსენება სტატიის სახით დაიბეჭდა კონგრესის შრომებში.