„ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) კონფერენციაზე ,,საქართველო, ნატო და ევროკავშირი''

15 მაისი 2021

9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ატლანტიკური ხელშეკრულების ახალგაზრდული ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია ,,საქართველო, ნატო და ევროკავშირი'' სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალგაზრდა ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობით. კონფერენციაზე სკოლის მოსწავლეებმა და კურსდამთავრებულებმა წარმოადგინეს მოხსენებები ევროპული ფასეულობებისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ.

 

კონფერენციაზე კავკასიის უნივერსიტეტის Erasmis+ ჟან მონეს პროექტი „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) წარმოდგენილი იყო საპატიო სტუმრის სტატუსით. მოგვეცა შესაძლებლობა გვეამბო პროექტის ფარგლებში ახალციხის საჯარო სკოლებში ჩატარებული ვორქშოფების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. მონაწილეებს მიეცათ რეკომენდაცია პასუხები კონფერენციაზე დასმულ მათთვის საინტერესო პრობლემების შესახებ მოიძიონ ჩვენ მიერ  გამოცემულ  სახელმძღვანელოში „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“, რომელიც სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური უმცირესობებისათვის ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ასევე სომხურ ენებზე.