ვიზიტი ეროვნულ მუზეუმში

1 დეკემბერი 2022

1-ელ დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, ისტორიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, პროგრამის აკადემიურ ხელმძღვანელთან, პროფესორ დავით თინიკაშვილთან და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.

 

სტუდენტებმა დაათვალიერეს შემდეგი ექსპოზიციები: არქეოლოგიური საგანძური, კავკასიის ბიომრავალფეროვნება, ქვის ხანის საქართველო, საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის ნატიფი სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან.

 

მსგავსი ხასიათის გასვლითი ლექციები ისტორიის პროგრამის სტუდენტებისთვის უკვე ტრადიციას წარმოადგენს და მომავალშიც გაგრძელდება.