ხაჩატურ აბოვიანის სახელობის სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

19 ივლისი 2024

19 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტს ესტუმრა ხაჩატურ აბოვიანის სახელობის სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის დელეგაცია ისტორიისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის, ასოცირებული პროფესორის ედგარ ჰოვანისიანის ხელმძღვანელობით.

 

შეხვედრა გაიმართა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანთან დავით ნატროშვილთან და ამავე სკოლის პროფესორ გურანდა ჭელიძესთან.

 

მხარეებმა განიხილეს, ოქტომბერში, ერევანში დაგეგმილი ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო საკითხები, იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.

 

შეხვედრის ბოლოს სტუმრებს ტრადიციულად ჩაუტარდათ კამპუს ტური და გადაეცათ ბრენდირებული საჩუქრები.