13-17 ივნისს, Erasmus+ აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი გურანდა ჭელიძე იმყოფებოდა სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტში.
ვიზიტის ფარგლებში, გურანდა ჭელიძემ რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან. სალექციო შეხვედრები ეხებოდა ევროინტეგრაციისა და ასოცირების პროცესებს საქართველოში. ლექციები წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, რამაც მონაწილეებს საშუალება მისცა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მხარეებს შორის დაისახა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.