CSM-ის ღია გამოფენა-გამოცდა “ქალაქი”

11 იანვარი

კავკასიის მედიის სკოლისთვის, ეს საგამოცდო პროექტის ღია ჩვენების პირველი პრეცედენტი იყო.

გამოფენას "ქალაქი" ეწოდა, ვინაიდან სტუდენტებმა ნამუშევრები ქალაქისა და პროფესიების თემაზე შექმნეს. III კურსელების ათობით ნამუშევრიდან საექსპოზიციოდ 34 შეირჩა. მათგან საუკეთესო 3 ფოტო კი დამთვალიერებელმა ფარული კენჭისყრით გამოავლინა.

პირველი ადგილი ნანუკა ქაჯაიას ფოტოს ერგო, მეორე – ნინო იმნაიშვილს, მესამე – გიორგი გაჩეჩილაძეს. გამარჯვებულებს საჩუქრად ცნობილ ფოტოხელოვანთა ალბომები გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა გამოფენაზე მოწვეულმა ცნობილმა ჟურნალისტებმა მიიღეს. ფოტოპროექტი "ქალაქი" სრულად გამოქვეყნდა ჟურნალ "ლიბერალის" ვებ-გვერდზე.

კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლა სტუდენტური პროექტების ღია ჩვენებებს პერმანენტულად გეგმავს.

ფოტოპროექტი "ქალაქი"


გამოფენასთან დაკავშირებული ფოტოები