„აივ ინფექციასა და ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება მედიაში" მომავალ ჟურნალისტებს დაეხმარება, რომ აღნიშნული თემები აუდიტორიამდე პროფესიონალური სტანდარტით და ეთიკის ნორმების სრული დაცვით მიიტანონ.
სახელმძღვანელო USAID–ის აივ პრევენციის პროექტის ფარგლებში შეიქმნა. მის შექმნაში ჩართულები იყვნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ჟურნალისტური სკოლების: CSM–ის, GIPA-სა და თსუ–ს წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „ბემონი".
სახელმძღვანელოს მთავარი რედაქტორი კავკასიის მედიის სკოლის დეკანი ნინო ჟიჟილაშვილია. CSM–ის ლექტორები სახელმძღვანელოს მომდევნო სემესტრიდან გამოიყენებენ. პროფესიული ეთიკის ნორმების გარდა, სახელმძღვანელო მომავალ ჟურნალისტებს გაუღრმავებს ტერმინოლოგიის ცოდნას აივისა და ნარკომანიის თემაზე და შეასწავლის, როგორ უნდა მოახერხონ აღნიშნულ საკითხებზე აუდიტორიის მუდმივი ინფორმირება ისე, რომ არ გააძლიერონ სტიგმა და დისკრიმინაცია, არ დააზიანონ რესპონდენტები.
ლექტორებისთვის სახელმძღვანელოს თან ახლავს ვიდეო ჩანაწერები და სტატიები. ქართული მედიასაშუალებების მაგალითების გამოყენებით, უნივერსიტეტების პროფესორ–მასწავლებლები ლექციებზე უკეთ შეძლებენ აივისა და ნარკომანიის მედიაში გაშუქების თვალსაჩინოდ განხილვას.
სახელმძღვანელო CSM–ის დეკანის მთავარი რედაქტორობით
11 იანვარი