კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის ადმინისტრაციის შეხვედრა დამსაქმებლებთან

21 აპრილი 2021

კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის ადმინისტრაცია დამსაქმებლებს შეხვდა და რეაკრედიტაციის პროცესში მყოფი სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა გააცნო.

 

შეხვედრა ვირტუალურ რეჟიმში გაიმართა. მას 20-მდე დამსაქმებელი ესწრებოდა. სპეციალისტებმა დადებითად შეაფასეს პროგრამაში გათვალისწინებული ცვლილებები და პროგრამის შრომის ბაზარზე უკეთ მორგების მიზნით, რეკომენდაციები შეიმუშავეს.

 

პროგრამის განხილვაში ჩართულები იყვნენ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.