გადაცემის საჩვენებელი ვიდეოჩაწერა კავკასიის მედიის სკოლაში

25 სექტემბერი 2019

25 სექტემბერს, თბილისის 26-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდიაში ჩატარდა საცდელი სატელევიზო გადაცემის საჩვენებელი ჩაწერა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებული მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის განხორციელებაში მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის მედიის სკოლის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა.

 

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი მიმდინარეობს 2019 წლის 16 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე და მისი მიზანია მეცნიერებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების დაინტერესება მეცნიერებითა და ინოვაციებით; ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის, ახალი ტექნოლოგიების წარმოჩენა; ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის; საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და მეცნიერთა მოტივაციის ზრდა.

 

კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოში ავტორიზებულ უსდ-ებთან და კვლევით ცენტრებთან ერთად მონაწილეობას იღებს ფესტივალში.