კავკასიის მედიის სკოლაში PR-ისა და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის ფინალური პროექტების საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. IV კურსის სტუდენტებმა, რომლებიც მთელი სემესტრის განმავლობაში მუშაობდნენ სხვადასხვა კომპანიის სტრატეგიულ და მარკეტინგულ საკომუნიკაციო პროექტებზე, საკუთარი შედეგები აუდიტორიის წინაშე წარადგინეს.
PR-ისა და კომუნიკაციის პროგრამის ფინალურ კომპონენტზე მუშაობის პროცესში პარტნიორი კომპანიების დიდმა ნაწილმა სტუდენტური ნამუშევრები საკუთარ საკომუნიკაციო არხებში განათავსა, ნაწილი კი გეგმავს სტუდენტებთან მუშაობა სასწავლო პროექტის დასრულების შემდეგაც განაგრძო.
2026 წელს მედიის სკოლის პარტნიორები იყვნენ:
- “Allone” - AI ავტომატიზაციის სერვისების სტარტაპი
- “მშვენიერაძეების მარანი” - ღვინის საოჯახო მეურნეობა
- “525 wine” - ბუნებრივი ღვინის ონლაინ გაყიდვების პლატფორმა
- “ელექტრონული აკადემია” - ტრენინგ-ცენტრი
- “ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემია”
- “Comusication”/”კომუსიკაცია” - მუსიკალურ-თეატრალური სტუდია
- “გვირილა” - მარკეტების ქსელი
- “ვორქ-შოფი” - პოდკასტი
- “ორკოლი” - მეღვინეობა
- “Don Voyager Tours” - ტურისტული კომპანია
- კომპანია “ჰერიო” - ინოვაციული სტარტაპი
- Wine Diamond და Emocia Souvenirs
- მარილა და Emocia Handmade
- Gpadel
- “ქვიქი” - კრეატიული კომპანია
- CarMark - ავტო-იმპორტი
- კომპანია “ქართული კალათა”
- “ანემონე” - ყვავილების მულტიფუნქციური მაღაზია
- “MindMatters” - ჰოლისტური ჯანმრთელობის ცენტრი
PR პროექტების მომზადების პროცესში სტუდენტებს მენტორობას უწევდნენ კავკასიის მედიის სკოლის აკადემიური და მოწვეული პერსონალის წარმომადგენლები: სოფო კვინტრაძე, ელენე ბენდუქიძე, ვასილ გეგელია, სალომე მოდებაძე, ხათუნა იოსავა, ქეთევან ფაჩულია.
