21 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლასა და რამდენიმე კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმებს ხელი მოეწერა PR-ის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში.
საქართველოში არსებულ 10-მდე წარმატებულ მსხვილ კომპანიასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომლის ფარგლებშიც კომპანიები კავკასიის უნივერსიტეტის პიარის პროგრამის მეოთხე კურსელებს საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვაში აქტიურად ჩართავენ.
10-მდე საგანი, რაც ახალ საგანმანათლებლო კურსს დაემატა, სტუდენტებს PR-ის მომიჯნავე სფეროებში (ფსიქოლოგია, მენეჯმენტი, მარკეტინგი, რეკლამა) კიდევ უფრო სრულყოფილი ცოდნის დაუფლებაში დაეხმარებათ. მეოთხე კურსის მეორე სემესტრში კი კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტებს რეალური პიარპროექტების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობა თავადანვე მიეცემათ.
სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ ამჯერად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა კომპანიებთან: „სან პეტროლიუმ ჯორჯია“; „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“; „ას ჯორჯია“; “ივენთშოპი”; „ინოვა“; „აიდიეს ბორჯომი საქართველო“; „ანაგრამა“; „პერიტუს გრუპი„ და „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“.