ფოტოპროექტი 2018

8 აგვისტო 2018

ნანა სადუნიშვილი

CSM, აუდიო ვიზუალური ხელოვნების სტუდენტი

ფოტოპროექტი “მაისი”

 

პროექტის ინსპირაცია 2018 წლის მაისის მოვლენებმა გამიჩინა. არ ვიცოდი, საიდან დამეწყო. ამ ერთი თვის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა, რომ ემოციების დალაგებას და ერთ პროექტად ჩამოყალიბებას დიდი დრო მოვანდომე.

 

ძალიან მინდა, ფოტოების მნახველმა მთლიანად შეიგრძნოს და გაიაზროს თითოეული ფოტოს მნიშვნელობა ამ პროექტში.

 

იხილეთ პროექტი

 

 

მიხეილ დევდარიანი

CSM, აუდიო ვიზუალური ხელოვნების სტუდენტი

ფოტოგრაფია საშინელებათა ჟანრისთვის

 

ჩემი ფოტოპროექტი ეძღვნება საშინელებათა ჟანრს. მიზეზი იმისა, თუ რატომ ავიღე ამ თემაზე ფოტოპროექტი, არის ის, რომ ბავშვობიდან მოყოლებული მიყვარს ეს ჟანრი და მისთვის რაღაცის გაეკთება მეც მომინდა.

 

საწყის ეტაპად ავირჩიე ფოტოგრაფია საშინელებათა ჟანრისთვის (Horror Photography). ეს არის აბსტრაქტული ფოტოების კრებული, რომელიც აღწერს სხვადასხვა საშიშ სიტუაციას. ამას გარდა, გადავიღე სხვადასხვა ლოკაცია, რომლებმაც მძიმე ეფექტი მოახდინა ჩემზე და დამაინტერესა. მომავალში ვგეგმავ გადავიღო საშინელებათა ფილმებიც. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, რომლებმაც ასისტენტობა გამიწიეს ამ პროექტში.

 

იხილეთ პროექტი

 

თამარ კუბლაშვილი

CSM, აუდიო ვიზუალური ხელოვნების სტუდენტი

ფოტოპროექტი “ლურჯი”

 

ზამთარში - ექვსის მერე, ზაფხულში - რვა, ცხრის ნახევრიდან ყველაფერი მოცისფრო, მოლურჯო ფერებში იძირება. ზუსტად იმ მომენტიდან, როცა სიჩუმე შეეპარება გარემოს, იკვეთება სიმშვიდის ფერი, და ეს ფერი უხდება ყველაფერს გარშემო, როგორც ამ ფერს უხდება ყველაფერი.

 

ამ პროექტის გაკეთება გადავწყვიტე იმიტომ, რომ ზემოაღნიშნულ დროს ყველაფერი ბევრად უფრო ლამაზი და შთამბეჭდავი მეჩვენება, ვიდრე დღე-ღამის სხვა მონაკვეთში და ყოველთვის ვცდილობ, რომ გადასაღებად გასვლაც ამ დროს დავამთხვიო ხოლმე. პროექტი ძირითადად შეიცავს ფოტოებს, რომლებიც მეტად ორიენტირებულია განწყობაზე, და არა დეტალებზე. იმედია მივიტან სხვა ადამიანებამდე იმ ემოციას, იმ იდუმალების განცდას, რომელსაც ჩემში ბადებს საღამოს ფერები.

 

იხილეთ პროექტი