ფოტოპროექტი "სათაურს მიღმა", 2015

11 იანვარი

მედიის სკოლის ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის, თამარ რობაქის სამაგისტრო პროექტი. ფოტოპროექტის სახელწოდებაა "სათაურს მიღმა". მისი მიზანია პანკისის ხეობაში არსებული ცხოვრების აღბეჭდვა. ავტორი წერს: "პროექტის მთავარი მიზანია იმის ჩვენება, რომ ახალგაზრდების გადაბირების პრობლემა არის არა ქისტი მუსულმანების ტრადიციების ან მათი კულტურის შედეგი, არამედ უმცირესობების ინტეგრაციისა და პრევენენციის ეროვნული სტრატეგიის არარსებობა.


"ვფიქრობ, ფოტოგრაფია საუკეთესო ხერხია აჩვენო სიმართლე, მიუკერძოებული, თუმცა ფოტოგრაფის სუბიექტური თვალით დანახული ამბავი ყველაზე მშვიდობისმოყვარე, უაღრესად სპირიტუალისტურ ადამიანებზე, რომელთა შესახებაც მსოფლიოს არასწორი წარმოდგენა აქვს".

 

იხილეთ პროექტი.