ვიდეო პროექტები (2010-2011)

11 იანვარი

 

სატელევიზიო ახალი ამბების კლასი


საინტერესო პროექტების პრეზენტაციით დასრულდა ჟურნალ „ლიბერალის“ რედაქტორის სოფიო ჭაავას კლასი, „სატელევიზიო ახალი ამბების რეპორტინგში“. შეგიძლიათ იხილოთ IV კურსელების ნამუშევრები.

თათია ბერიაშვილი-„ზაფხული 2011"
სოფო ჩადუნელი-„აი ია"
ნინო კაიშაური-"წყლის გამათბობლები"
 ნათია მატარაძე-„ქუჩის მსახიობის ერთი დღე"  
 ნინო აბულაძე-„გადარჩენილი ქართული საგალობლები"  
სოფო მაისურაძე, ბექა ადამაშვილი-„ადაპტირება"  
ნინო კვირკვია-„ჩინური ტელეფონები"  

 



გადაღების და მონტაჟის კლასი
 
ვიდეო კამერით გადაღების  და მონტაჟის უნარების განვითარების კლასი მიზნად ისახავდა მედიის სკოლის სტუდენტებისთვის იმ საბაზისო ცოდნის მიცემას, რაც მათ მომავალ კურსებზე სხვადასხვა საგნის გავლისთვის უკეთესად მოამზადებდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორმა დავით ქართველიშვილმა მათ გადაღება–მონტაჟის გარდა ასწავლა განათების სწორად გამოყენება, ხმის რეჟისურის ელემენტები. იმის გათვალისწინებით, რომ კლასი სულ ერთი სემესტრის განმავლობაში მიდიოდა, ამ საგანში მომზადებული ჯგუფური ფინალური პროექტების დონემ მოლოდინს გადააჭარბა.

"კათარზისი" – გვანცა პაპავაძე, ანი დგებუაძე, სალომე მოდებაძე, თეონა თაქთაქიშვილი, ხათუნა გვეტაძე  
"ფოტოგრაფები" – სალომე გოგინაშვილი, თეა ინაშვილი, მარიამ ოთარაშვილი, ელენე გვასალია
10 ივლისს ფილმი "ფოტოგრაფი" გადაიცა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში. ფილმის ავტორები არიან: ნანუკა ქაჯაია, სალომე კვირიკაშვილი, თამთა გაზაშვილი, ნუცა აბაშიძე  

 

დოკუმენტური ფილმის კლასი

 
2 მაისს კავკასიის მედიი სსკოლაში დოკუმენტური ფილმის კლასის ფინალური პროექტები სპრეზენტაციაგაიმართა. მეოთხე კურსის სტუდენტებმა საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინეს. კურსს ცნობილი დოკუმენტალისტი სალომე ჯაში უძღვებოდა.

"Absolute Plagiarism"- ნინო აბულაძის, ნინი სანაიას, სალომე მურვანიძის, მარიამ ყანჩაველის ნამუშევარი
 "უფასო კინო"– ნიკო ჩეჩელაშვილის, ნინო კაიშაურის, ნანუკა ქაჯაიას ნამუშევარი
"ლუდოMoney"- გვანცა ფოცხვერიას, ქეთო საბანაძის ნამუშევარი
"Makondo" - ბექა ადამაშვილის, სესილი ჯღარკავას, როზა დევნოზაშვილის, თაკო ბეჟაშვილის ნამუშევარი
"ვინოთეკა"– მარიკა ეჯიბიას, სალომე კანდელაკის, თათია ბერიაშვილის ნამუშევარი