ვიდეო პროექტები (2011-2012)

11 იანვარი
კონფლიქტების გაშუქების კლასის სტუდენტებმა ჟურნალისტური მასალები გამოაქვეყნეს. მეოთხეკურსელებს საგნის ფინალური გამოცდისთვის რუსეთ–საქართველოს ომის შედეგად შექმნილი პოსტ–კონფლიქტური გარემოს გაშუქება დაევალათ. კონფლიქტების გაშუქების კურსი კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილს მიჰყავს.

მასალების მოსამზადებლად მომავალი ჟურნალისტები ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მდებარე სოფლებს და დევნილთა დასახლებებს ესტუმრნენ. მომავალმა ჟურნალისტებმა წარმატებით შეძლეს მუშაობა მულტიმედიურ ფორმატებში. მათ შექმნეს ვიდეო, ფოტო და ტექსტური ნამუშევრები. ასევე, სტუდენტებმა ვიდეომასალები დაამონტაჟეს და სტატიები ვიზუალურადაც გამართეს. რეალურ გარემოში მუშაობამ მათ კარგი გამოცდილება შესძინა. მასალები სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.



კავკასიის მედიის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტებმა ორიგინალური ანიმაციური ნამუშევარი შექმნეს. მარი ოთარაშვილმა და სალომე გოგნაშილმა გასული საუკუნის ყველაზე დიდი გენოციდი ანიმაციად შუალედური გამოცდისთვის აქციეს.

რუანდის კონფლიქტის მიზეზების და შედეგების სიღრმისეული შესწავლა მათ ნინო ჟიჟილაშვილის "კონფლიქტების გაშუქების" კლასში ჰქონდათ დავალებული. კრეატიული ვიდეო ნამუშევარი ამ კონფქლიქტის განვითარებას ასახავს.


28 აპრილს, კავკასიის მედიის სკოლაში სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმების კლასის ღია ფინალური გამოცდა გაიმართა. სამაგისტრო პროგრამის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა საკუთარი დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია მოახდინეს. მათ პროექტებზე 10 კვირის განმავლობაში იმუშავეს.

ფილმების ჩვენებას სტუდენტები და კომისიის წევრები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ დოკუმენტალისტები ნინო ორჯონიკიძე, ვანო არსენიშვილი, მწერალი ზაზა ბურჭულაძე. ფილმების ჩვენების შემდეგ ავტორები და სტუმრები საკუთარ შთაბეჭდილებებსა და ემოციებზე საუბრობდნენ.

გთავაზობთ ფილმებს, რომლებმაც მაღალი შეფასებები დაიმსახურეს:

ხატია ბოჭორიშვილი – „ნელი და შუშანა“
 თამარ რობაქიძე – „ახალი რუსთავი“
 სანდრო ვეფხვაძე – „წითელი სახლი"

 

ჟურნალისტიკის მეორე კურსის სტუდენტთა ჯგუფმა, გადაღება–მონტაჟის კლასის ფინალურ პროექტად, კავკასიის მედიის სკოლის ვიდეორგოლი წარმოადგინა. რგოლის შექმნის იდეა, დაგეგმვა, გადაღება და მონტაჟი CSM-ის სტუდენტებს ეკუთვნით.