18 აპრილს, სასტუმრო Holiday Inn-ში, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლამ საქართველოში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ასე აღნიშნა ტექნოლოგიების სკოლამ საგანმანათლებლო ბაზარზე არსებობის 5 წელიწადი.
ღონისძიებაზე ახალი სასწავლო მეთოდის პრეზენტაცია გაიმართა. ტექნოლოგიების სკოლის დეკანმა გიორგი დათუკიშვილმა თავად გააცნო დამსწრე საზოგადოებას მეთოდი, რომელიც საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის, საბაკალავრო ნაშრომის ფარგლებში, ამა თუ იმ IT პროდუქტების მომზადებას სტუდენტთა ჩართულობით გულისხმობს.
ახალი სასწავლო მეთოდის თანახმად, დამამთავრებელი კურსის ბაკალავრები მოამზადებენ კომპანიებისთვის IT პროდუქტს, სანაცვლოდ კი კომპანიისგან ამ ნაშრომის შესაბამისი კრედიტების დაფინანსებას მიიღებენ.
ღონისძიების მეორე ნაწილი საქართველოში მოქმედ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას დაეთმო.
კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა იუბილეს ახალი მეთოდოლოგიით შეხვდა
11 იანვარი