კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორის, მაქსიმ იავიჩის სამეცნიერო ნაშრომი „დაბალი სიჩქარის DDoS თავდასხმის შაბლონების გაძლიერებული გამოვლენა მანქანური სწავლების მოდელების გამოყენებით“-Enhanced detection of low-rate DDoS attack patterns using machine learning models - გამოქვეყნდა ჟურნალში Network and Computer Applications.
Network and Computer Applications წარმოადგენს კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და პრესტიჟულ ჟურნალს, კომპიუტერული ქსელების და მასთან დაკავშირებული აპლიკაციების მიმართულებით.
Network and Computer Applications არის Web of Science (Clarivate) და Scopus აკადემიური მონაცემთა ბაზის რეიტინგის Q1 მეოთხედში. ჟურნალის ციტირების მაჩვენებელია: 19, ხოლო მისი იმფაქტ ფაქტორი: 8.7
კვლევა განხორციელდა რუმინეთის, ბრაშოვის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ რაზვან ბოკუსთან თანამშრომლობით.
სტატიის ბმული.