კომპიუტერული მეცნიერების 3 წლიანი ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის წარდგენა

19 ივნისი 2023

19 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში პირველი 3 წლიანი ერთობლივი კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის წარდგენა გაიმართა.

 

პროგრამას კავკასიის უნივერსიტეტი ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან (აშშ) ერთად ახორციელებს.

 

პრეზენტაციას წარუძღვნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი - კახა შენგელია, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი - მაქსიმ იავიჩი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი - შოთა ნიჟარაძე და ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

 

ღონისძიებაზე დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს დეტალურ ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამის, იმ უამრავი სიახლის თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტში სწავლა და ცხოვრება გულისხმობს. ასევე გაეცნენ პარტნიორი უნივერსიტეტისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

 

პროგრამა აბიტურიენტებს აძლევს საშუალებას, რომ საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი, ისწავლონ საზღვარგარეთ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.

 

ინფორმაციას ვრცლად პროგრამის შესახებ გაეცანით ბმულზე.