კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივმა 3 წლიანმა კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამამ, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი და ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტი ერთობლივად ახორციელებს, აკრედიტაცია მიიღო.
პროგრამა აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს:
- მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი
- ისწავლონ საზღვარგარეთ
- დაეუფლონ სპეციალობას, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს
პროგრამის კოდი აბიტურიენტების ცნობარში: 1220117
პროგრამა, ასევე, უახლოეს მომავალში დაემატება აბიტურიენტების პორტალზე.
პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.