კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის ღია კარის დღე აბიტურიენტებისთვის

23 თებერვალი 2013
სკოლის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდება იყო. მომავალ სტუდენტებს კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი გიორგი დათუკიშვილი გაესაუბრა. აბიტურიენტების წინაშე წარსდგნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მარიამ სუთიძე, კურსდამთავრებულთა და დასაქმების სამსახურის უფროსი ხატია ჯიქია, ვებ–ტექნოლოგიების ლექტორი იოსებ ძმანაშვილი, IT ინკუბატორის დირექტორი ნიკოლოზ როსტომაშვილი და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის მე-3 კურსის სტუდენტი ოთარ ზაკალაშვილი.

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებმა აბიტურიენტებს ლოგიკურ-მათემატიკური სავარჯიშოები შესთავაზეს, რომლის გამარჯვებულსაც კავკასიის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ბრენდირებული პრიზები – მაისური, კეპი, ჭიქა, კალენდარი და მეხსიერების ბარათი გადაეცა.

{phocagallery view=category|categoryid=256|limitstart=0|limitcount=0}