GDG DevFest-ის ორგანიზატორების შეხვედრა CST-ის სტუდენტებთან

4 ოქტომბერი 2013
გაიმართა.

Google–ის დეველოპერების ჯგუფის ორგანიზებით, გლობალური ფესტივალი, წელს მეორედ ტარდება. ყველაზე მასშტაბური IT ღონისძიება მსოფლიოს 160-ზე მეტ ქალაქში მოეწყობა და იგი საერთო ჯამში 30 000-ზე მეტ დეველოპერს უმასპინძლებს. ღონისძიება სესიებს, ტექნოლოგიურ პანელებს, ჰაკათონებსა და გასართობ აქტივობებს აერთიანებს.
17-20 ოქტომბერს, თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფის, ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრისა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, მსოფლიო დონის ფესტივალს საქართველოც შეუერთდება.

ოთხდღიანი დეველოპერული ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია:

● ანდროიდის ჰაკათონი;

● შეჯიბრი 3D მოდელირებაში;

● ტრეინინგი კრეატიულ აზროვნებაში;

● პრაქტიკული ლექცია ანდროიდის სპეციალისტების მიერ;

● შეჯიბრი მობილურ თამაშებში;

● და რაც მთავარია – 3 კონფერენცია საინფორმაციო ტექნოლოგიების თანამედროვე ტენდენციების შესახებ.

{phocagallery view=category|categoryid=376|limitstart=0|limitcount=0}