NATO-SPS პროექტის სამუშაო შეხვედრა ბრაშოვში

22 აპრილი 2025

რუმინეთში, 2024 წლის 8-10 აპრილს, ქალაქ ბრაშოვში, ჩატარდა სამდღიანი სამუშაო შეხვედრა NATO-ის მეცნიერების მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის (SPS) პროგრამის ფარგლებში.

 

შეხვედრისას, პროექტის ჯგუფებმა რუმინეთიდან და საქართველოდან აქტიურად განიხილეს პროექტის შედეგები, შეაფასეს პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები და ერთობლივად იმუშავეს სამომავლო იდეების გენერირებაზე. დღის წესრიგი მოიცავდა სამეცნიერო შეხვედრებს, ჯგუფურ განხილვებსა და პრაქტიკულ ამოცანებს, რამაც ხელი შეუწყო ცოდნისა და გამოცდილების დინამიკურ გაცვლას და პარტნიორობის გაღრმავებას.

 

პროექტის პარტნიორი ქვეყნის დირექტორმა, პროფესორმა მაქსიმ იავიჩმა, ჩაატარა სამუშაო შეხვედრები როგორც სტუდენტებისთვის, ასევე NATO-SPS პროექტის მონაწილეებისთვის. პარალელურად, პროექტის მკვლევარმა სერგეი სიმონოვმა ჩაატარა მასტერკლასი ჰაკერულ ტექნიკებზე. ასოცირებულ პროფესორ რაზვან ბოკუსთან (პროექტის დირექტორი NATO-ს წევრი ქვეყნის მხრიდან) ერთად, მათ დეტალურად განიხილეს პროექტის ყველა სამუშაო პაკეტი, შეაფასეს მიმდინარე მიღწევები და დასახეს მომდევნო ფაზების განვითარების მიმართულებები. ღონისძიებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროექტის სამეცნიერო მიზნების წინსვლაში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ პროექტის ოფიციალურ ვებ-საიტს.