23 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლამ პროგრამირების შეჯიბრებათა ციკლ "GeOlymp Series 2013"-ის ფინალს უმასპინძლა. ეს არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც ორგანიზებას საინიციატივო ჯგუფი "GeOlymp" უწევს წელს მონაწილეთა რიცხვმა 200 შეადგინა, ხოლო ფინალში 24 მათგანი დაწინაურდა. ფინალისტებს შორის იყვნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.
გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები:
I ადგილი – კომაროვის სახელობის სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ სვანიძე - პრიზი: Samsung Galaxy note N8000 პლანშეტი;
II ადგილი – კომაროვის სახელობის სკოლის მოსწავლე ჯიმი სხირტლაძე – პრიზი: Nikon L820 ფოტოაპარატი;
III ადგილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ზურაბ კუცია – პრიზი: Kindle PaperWhite ელექტრონული წიგნები.
"GeOlymp Series 2013"-ის ფინალი
31 მარტი 2013