კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამით განსაზღვრული კვალიფიკაციის მისაღებად გათვალისწინებულია სტუდენტის მიერ 240 ECTS კრედიტის ათვისება. კრედიტების საერთო რაოდენობა გადანაწილებულია შემდეგნაირად:
- ზოგადი საუნივერსიტეტო სასწავლო კურსები - 40 ECTS კრედიტი, (მათ შორის სავალდებულო ზოგადი ინგლისური ენა - მინიმალური მისაღწევი ენობრივი კომპეტენცია B2 დონე):
- სავალდებულო - 20 ECTS კრედიტი
- არჩევითი - 20 ECTS კრედიტი
- დარგობრივი სასწავლო კურსები - 182 ECTS კრედიტი, მათ შორის:
- სავალდებულო - 92 ECTS კრედიტი
- არჩევითი - 78 ECTS კრედიტი
- საბაკალავრო ნაშრომი - 12 ECTS კრედიტი
- თავისუფალი კომპონენტები - 18 ECTS კრედიტი.
პროგრამის ზოგიერთი კომპონენტი ხორციელდება ინგლისურ ენაზე.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ პროგრამა.