კონფერენციაში საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები მონაწილეობდნენ, მათ შორის კავკასიის ტურიზმის სკოლის ორი სტუდენტი.
III საპრიზო ადგილი დაიკავა, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის, ბაკალავრიატის სტუდენტმა ნინო მკალავიშვილმა, თემით „ინფორმაციის გავრცელება ახალი ტექნოლოგიების საშუალებით", ხელმძღვანელი ნანა ტაბიძე.
საუკეთესო 20 ნაშრომში, მოხვდა კავკასიის ტურიზმის სკოლის, ბაკალავრიატის სტუდენტის, ლიკა ფარცხალაძის ნაშრომი.
ორი დღის განმავლობაში სტუდენტებმა ნაშრომების პრეზენტაცია გამართეს, რომელიც ეხებოდა ზოგადად ტურიზმს და ტურიზმის სხვადასხვა სფეროებს. საქართველოში ტურიზმის განვითარების მიზნით წარმოგენილი იყო ინოვაციური იდეები, მარკეტინგული მეთოდები, ტურიზმის პროგნოზირების მეთოდები, კვლევები და ტურიზმის ეკონომიკური მოდელები.
შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოველწლიურ მიმოხილვასთან ერთად კრებულში სახელწოდებით "ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში". კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. კონფერენციის შედეგად მოხდება წარმატებული სტუდენტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი გათვალისწინება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტაციაში სტაჟირების ან მომავალი დასაქმების თვალსაზრისით.
{phocagallery view=category|categoryid=656|limitstart=0|limitcount=0}