CTS-ის წარმომადგენლების მონაწილეობა ფორუმში „ტურიზმი,დიგიტალიზაცია და მდგრადი განვითარება შავი ზღვის ქვეყნებში“

29 ნოემბერი 2021

18 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლამ მონაწილეობა მიიღო  მაღალი რანგის ფორუმზე „ტურიზმი,დიგიტალიზაცია და მდგრადი განვითარება შავი ზღვის ქვეყნებში“, რომელიც ჰიბრიდული მოდელით წარიმართა ლუბლიანაში და ონლაინ რეჟიმში. ღონისძიებას დაესწრო ევროკომისიის, საქართველოს, რუმინეთის და უკრაინის შესაბამისი ორგანიზაციები სახელმიფო უწყებებიდან, კერძო სექტორიდან და აკადემიური სფეროდან. კავკასიის უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ ტურიზმის სკოლის დეკანი ნინო კალანდაძე და აფილირებული პროფესორი გიორგი ბრეგაძე.


შავი ზღვის აუზში ტურიზმის სექტორი სტაბილური ტემპით ვითარდება. რეგიონს დიდი შესაძლებლობა  აქვს ტურისტებს შესთავაზოს  უფრო მდგრადი, ინოვაციური და დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტი.  სწორედ ამიტომ, ევროკომისიამ, აღმოსავლეთის სამეზობლო პოლიტიკის ჭრილში, დააფინანსა შავი ზღვის 3 ქვეყანა: საქართველო, უკრაინა და რუმინეთი, ტურიზმის მდგრადი განვითარების შეფასების ევროპული მოდელის პილოტაჟი. პროექტი, „ტურიზმი 4.0 შავი ზღვისთვის - მონაცემთა ანალიზი ტურიზმის მდგრადი  განვითარების სტრატეგიებისთვის“, ეხება ტურიზმის დანიშნულების ადგილის (destination) მდგრადი განვითარების გაზომვას დიდი მონაცემების და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით. ამისათვის პროექტი იყენებს ციფრულ ხელსაწყოს სახელად „ტურიზმის გავლენის მოდელი“ (TIM – Tourism Impact Model), რომელიც შექმნილია სლოვენიაში, კომპანია Arctur-ის მიერ. სწორედ მისი პილოტაჟი მიმდინარეობდა ქალაქ ბათუმში და აჭარის რეგიონში, 2019 წლის ნოემბრიდან - 2021 წლის ნოემბრამდე.


აღსანიშნავია, რომ „ტურიზმის გავლენის მოდელი“ (TIM – Tourism Impact Model) გახდა საუკეთესო ინოვაციური პროექტი ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა ანალიტიკის კუთხით (The Best Innovation on AI and Data Analytics Award) „ტურიზმის ინოვაციების სამიტზე 2020“ (Tourism Innovation Summit 2020), ესპანეთში.


პროექტი ევროკომისიის მიერაა თანადაფანინანსებული,მისი ოფიციალური პარტნიორი გახლავთ აჭარის ა.რ. ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი და საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტო, ხოლო განმხორციელებელია „ტურიზმის ინსტიტუტი“.