CTS-ის ვიზიტი სასტუმრო "ეუფორიაში"

10 ოქტომბერი 2016
9 ოქტომბერს, კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტებმა პროექტ  MetroCity Batumi-ს ფარგლებში სასტუმრო "ეუფორია" დაათვალიერეს. ვიზიტი ინფორმაციული ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა აღნიშნული სასტუმროს სერვისების გაცნობას. 
 
კომპანიამ "მეტრო ატლას ჯორჯია" პროექტი MetroCity Batumi 2015 წლის თებერვალში დაიწყო და აერთიანებს 4000 კვადრატულ მეტრზე განთავსებულ აპარტამენტებს,  ორ სასტუმროს, საქართველოში ყველაზე დიდ, 1500 პერსონაზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზსა და ასევე, ყველაზე დიდ კაზინოს XO CLUB-ს. განხორციელებულია 125 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია. 
 
სასტურო "ეუფორია" მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს გაიხსნა.